DELF/DALF

DELF: ფრანგული ენის ცოდნის დიპლომი

DALF: ფრანგული ენის გაღრმავებული ცოდნის დიპლომი

DELF/DALF დონეებიCECRL დონეებიTOUT PUBLIC
ყველასთვის
JUNIOR
ჟუნიორი
DELF A1A1- აღმოჩენის
DELF A2A2 -შუალედური
DELF B1B1- ზღვრული
DELF B2B2 – განვითარებული, დამოუკიდებელი
DALF C1C1- ავტონომიური
DALF C2C2- სრულყოფილი
  • ფრანგული ენის ცოდნის (DELF) და ფრანგული ენის გაღრმავებული ცოდნის (DALF) დიპლომები, ეს არის საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური დიპლომები, რომლებიც ადასტურებს იმ უცხოელი კანდიდატების და არაფრანგული ქვეყნიდან წარმოშობილი ფრანგი მოქალაქეების ფრანგული ენის ცოდნის დონეს, რომლებიც არ ფლობენ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ საშუალო თუ უმაღლესი განათლების დიპლომებს.
  • გამოცდები DELF და DALF ყველასთვის და DELF ჟუნიორი ერთი და იგივე სირთულის და სტრუქტურის გამოცდებია. იცვლება მხოლოდ საგამოცდო თემატიკა: საგამოცდო მასალა ითვალისწინებს ახალგაზრდების ინტერესთა სფეროს.

გამოცდები განკუთვნილია სასკოლო ასაკის კანდიდატებისთვის და დიპლომი აბსოლუტურად იდენტურია DELF Tous Publics-ის დიპლომების.


რატომ ჩავაბაროთ DELF/DALF-ის გამოცდები?

სიმარტივე: კანდიდატს, ცოდნის დონიდან გამომდინარე, შეუძლია ჩაეწეროს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ დონეზე.

მოქმედების ვადა: დიპლომი უვადოა. DELF-ის და DALF-ის დიპლომი, როგორც საფრანგეთის განათლების მიერ გაცემული დოკუმენტი, აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

შეფასება: DELF-ის და DALF-ის გამოცდის შეფასება ადაპტირებულია უცხოური ენების სწავლების ევროპულ სტანდარტებთან. შეფასებისას პრიორიტეტი ენიჭება კომუნიკაციურ უნარებსა და ავტონომიურობას.

სარგებლიანობა: DELF B2-ის დიპლომის მქონე კანდიდატები აღარ გაივლიან საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად აუცილებელ ენის ტესტს.


ᲓᲔᲢᲐᲚᲣᲠᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ ᲓᲐ ᲢᲔᲡᲢᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ :


ᲩᲐᲬᲔᲠᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ვის შეუძლია ჩაწერა?

თქვენ არ ხართ ფრანგი და გსურთ დაადასტუროთ თქვენს მიერ ფრანგული ენის ფლობის დონე პირადი თუ პროფესიული მიზნებიდან გამომდინარე? თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ DELF-ის და/ან DALF-ის გამოცდები.

თქვენ ხართ საფრანგეთის მოქალაქე არაფრანგულენოვანი ქვეყნიდან, არ ფლობთ საფრანგეთის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ საშუალო თუ უმაღლესი განათლების დიპლომებს? თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ DELF-ის და/ან DALF-ის გამოცდები.

რომელ დიპლომი აირჩიოთ?

DELF-ი და DALF-ი შედგება ენების საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს ექვსი დონის შესაბამისი 6 დამოუკიდებელი დიპლომისგან.

DELF-ისა და DALF-ის დიპლომები ერთმანეთისგან დამოუკიდებელია : თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გახვიდეთ თქვენი სურვილისამებრ შერჩეულ გამოცდაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ რამოდენიმე გამოცდაზე ერთი სესიის ფარგლებში.

როგორ ჩაეწეროთ?

ჩაწერა შესაძლებელია საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.

ჩაწერისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

– პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)

– გამოცდაზე ჩაწერის შევსებული ფორმულარი

– გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.


ზოგადი წესები და პირობები

1. Règles d’inscription

1.1. რეგისტრაცია

კანდიდატმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს საგამოცდო ცენტრში (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე. რეგისტრაცია ძალაში შედის გამოცდის საფასურის რეგისტრაციის ვადებში გადახდის შემდეგ. კანდიდატს შეუძლია ერთი და იმავე დონის გამოცდაზე ხელმეორედ გამოსვლა მხოლოდ მას შემდეგ, რაც წერილობით უარს იტყვის უკვე მიღებულ დიპლომზე. შეუძლებელია გამოცდის მხოლოდ რომელიმე ნაწილის ხელახლა ჩაბარება.

1.2. 1.2. კანდიდატის პირადი მონაცემები

ჩაწერის ბარათი უნდა შეივსოს ყურადღებით, მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მითითებით. ორმაგი მოქალაქეობის მქონე კანდიდატებმა ყოველ სესიაზე სურვილისამებრ უნდა მიუთითონ ერთ-ერთი მათგანი. ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ორივე მოქალაქეობის მითითება. რეგისტრაცია და მისი დამოწმება უნდა განახორციელოს თავად კანდიდატმა ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. რეგისტრაციისთვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია საგამოცდო ცენტრის (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) ვებგვერდზე www.institutfrancais.ge რუბრიკაში «DELF-ის და DALF-ის გამოცდები». არასრული დოკუმენტაციით რეგისტრაცია არ ჩატარდება. ნებისმიერი ცვლილება სახელსა და გვარში ან ნებისმიერი სხვა შესაძლო ცვლილება საგამოცდო ცენტრს (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) უნდა ეცნობოს არაუგვიანეს გამოცდის დღისა.

2. Horaires d’examens

2.1. გამოცდების განრიგის კანდიდატებისათვის გაცნობა

კანდიდატები თავად ეცნობიან წერითი და ზეპირი გამოცდების ზუსტ განრიგს საგამოცდო ცენტრის (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) ვებგვერდზე, გამოცდების დაწყებამდე დაახლოებით 10 დღით ადრე. როგორც წესი, კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ ერთი და იმავე დღის განმავლობაში: დილას წერით გამოცდებზე, დღის მეორე ნახევარში კი ზეპირ გამოცდებზე. კანდიდატების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, ზოგიერთი გამოცდა შეიძლება გადანაწილდეს ორ დღეზე.

2.2. კანდიდატის მიერ გამოცდის განრიგის შეცვლის მოთხოვნა

შესაძლებელია მხოლოდ ზეპირი გამოცდის განრიგის შეცვლა და ისიც მხოლოდ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კანდიდატის მიერ სათანადოდ დასაბუთებული თხოვნის საფუძველზე, გამოცდამდე მინიმუმ 3 დღით ადრე.

3. Empêchements

3.1. რეგისტრაციის გაუქმება

რეგისტრაციისას გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება. თანხის გადახდამდე, კანდიდატი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მითითებულ დღეებში იგი შეძლებს გამოცდაზე მოსვლას. თუ კანდიდატი არ ან ნაწილობრივ გამოცხადდება გამოცდაზე, იგი ჩაჭრილად გამოცხადდება და მას გამოცდის საფასური არ დაუბრუნდება. შეუძლებელია რეგისტრაციის ერთი საგამოცდო სესიიდან მეორეზე გადატანა.

3.2. დაგვიანება და არგამოცხადება

კანდიდატები საგამოცდო ცენტრში უნდა გამოცხადდნენ წერითი გამოცდის დაწყებამდე 30 წუთით და ზეპირი გამოცდის დაწყებამდე 10 წუთით ადრე. კანდიდატი, რომელიც გამოცხადდება გამოცდის დაწყების შემდეგ, არ დაიშვება საგამოცდო ოთახში.

4. Déroulement des examens 

4.1. კანდიდატის იდენტობის კონტროლი

წერით და ზეპირ გამოცდაზე გამოცხადებისას, კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს გამოცდაზე ჩაწერის ბარათი და პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი). კანდიდატები, რომლებიც არ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ საბუთს ფოტოთი, არ დაიშვებიან გამოცდაზე და გამოცდის საფასური არ აუნაზღაურდებათ. კანდიდატმა გამოცდის დღეს უნდა შეამოწმოს იმ პირადი ინფორმაციის სიზუსტე, რომელიც შემდგომში დიპლომზე აისახება. შეცდომა, რომლის შესახებაც კანდიდატი გამოცდის დღეს არ მიუთითებს, არ გასწორდება.

4.2. გამოცდების მსვლელობა

ფანქრით შესრულებული ნაწერი არ გასწორდება. შავად ნაწერი არ გასწორდება და არც შეფასდება. აკრძალულია ნებისმიერი პირადი ნივთის (გამოცდის მიღმა შესრულებული ჩანაწერები, ლექსიკონი და სხვ.) გამოცდაზე შეტანა. ერთენოვანი ლექსიკონის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ DALF C1–ის ზეპირ გამოცდასა და DALF C2–ის ორივე გამოცდაზე. აკრძალულია მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება. არ შეიძლება გამოცდის მსვლელობისას საგამოცდო ოთახის დატოვება. გამოცდის მსვლელობისას კანდიდატებს შორის ურთიერთობა მკაცრად აკრძალულია. ზემოაღნიშნული წესებიდან რომელიმეს დარღვევა გამოიწვევს თქვენი გამოცდის შედეგების გაუქმებას.

5. Résultats

5.1 Transmission des résultats ?????? (barré dans le document de traduction = à supprimer ?)

შედეგები გაეგზავნება გამოცდების დასრულებიდან დაახლოებით 5 კვირაში. შედეგების გამოქვეყნება ანონიმურია და მითითებულია მხოლოდ კანდიდატის ნომერი. კანდიდატებმა უნდა შეინახონ ჩაწერის ბარათი შედეგების გამოქვეყნებამდე. შედეგების შესახებ ინფორმაცია ტელეფონით არ გაიცემა. კანდიდატებს დიპლომის აღება შეეძლებათ საგამოცდო ცენტრში(საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) შედეგების გამოქვეყნებიდან 2 თვეში. დიპლომის გატანა შეუძლია კანდიდატის წარმომადგენელ პირსაც. დიპლომის გაცემამდე, კანდიდატის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე (საფრანგეთის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დოსიეს მომზადება და სხვ.) შეიძლება გაიცეს დროებითი სერტიფიკატი.

6. Consultation des copies

ნაწერის გაცნობა ნებადართულია მხოლოდ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის ვადაში. კანდიდატმა უნდა ითხოვოს შეხვედრა გამოცდების ცენტრში (საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში). მხოლოდ კანდიდატს ენიჭება უფლება, გაეცნოს ნაწერს და ისიც ცენტრის თანამშრომლის თანდასწრებით. მცირეწლოვან კანდიდატებს შეიძლება ახლდეს მშობელი ან მეურვე. შეუძლებელია მთლიანი ნაშრომის ან მისი ნაწილის ფოტოასლის კანდიდატისთვის გადაცემა.

7. Recours

საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კანდიდატს შედეგების გასაჩივრება შეუძლია მხოლოდ მატერიალური ან ტექნიკური შეცდომის შემთხვევაში. საჩივრის წერილი, სადაც ჩამოთვლილი იქნება ფაქტები და მიზეზები (ფრანგულ ენაზე B2 დონიდან) უნდა გაეგზავნოს საგამოცდო ცენტრს (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) გამოცდების შედეგების გამოქვეყნებიდან 10 დღის განმავლობაში.

8. Protection des données

საგამოცდო ცენტრი (საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი) იძლევა კანდიდატის პირადი მონაცემების გაფრთხილებისა და დაცვის გარანტიას. პირადი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საქმიანობისთვის საქართველოში საგამოცდო ცენტრსა და საფრანგეთში CIEP –ში.


ᲨᲔᲛᲓᲔᲒᲘ ᲡᲔᲡᲘᲔᲑᲘ

Aucune session prévue pour le moment.

Aucune session prévue pour le moment.


ტარიფები და გადახდის პირობები :

გამოცდა ძირითადი ტარიფი სფი-ს სტუდენტის ტარიფი
DELF Tout public / ყველასთვის
A1 120 ₾ 96 ₾
A2 125 ₾ 100 ₾
B1 145 ₾ 116 ₾
B2 230 ₾ 184 ₾
DELF Junior / ჟუნიორი
A1 120 ₾ 96 ₾
A2 125 ₾ 100 ₾
B1 145 ₾ 116 ₾
B2 230 ₾ 184 ₾
გამოცდა ძირითადი ტარიფი სფი-ს სტუდენტის ტარიფი
DALF Tout public / ყველასთვის
C1 300 ₾ 240 ₾
C2 370 ₾ 296 ₾

გადახდა შესაძლებელია სარეგისტრაციო პერიოდის ბოლო ვადამდე ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:

– გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი

– გადახდის დანიშნულება : “ფრანგული ენის გამოცდა”

– ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”

ბ/კოდი : TBCBGE22 / ანგ/N°: GE12TB7398636160100001