
გსურთ ჩაეწეროთ საფრანგეთის უნივერსიტეტის პირველი ციკლის (« Licence ») პირველ კურსზე ან არქიტექტურის უმაღლეს სკოლაში? ამასთანავე არ ფლობთ DELF B2-ის ან DALF-ის დიპლომებს? თქვენ უნდა გაიაროთ TCF-ის (ფრანგული ენის ცოდნის) სპეციალური ტესტი, რომელსაც ეწოდება TCF DAP-ისთვის (უნივერსიტეტში წინასწარი ჩაწერის პროცედურისთვის).
გამოცდის აღწერა:
- მოსმენილის გაგება*: კოლექტიური გამოცდა: 29 კითხვა არჩევითი პასუხებით (4 ვარიანტი, ერთი სწორი პასუხი). ხანგრძლივობა: 25 წუთი.
- ენობრივი სტრუქტურის ცოდნა*: კოლექტიური გამოცდა: 18 კითხვა არჩევითი პასუხებით (4 ვარიანტი, ერთი სწორი პასუხი). ხანგრძლივობა: 15 წუთი.
- წაკითხულის გაგება*: კოლექტიური გამოცდა: 29 კითხვა არჩევითი პასუხებით (4 ვარიანტი, ერთი სწორი პასუხი). ხანგრძლივობა: 45 წუთი.
- წერა: კოლექტიური გამოცდა: 3 წერითი დავალება. ხანგრძლივობა: 60 წუთი.
უპირატესობა:
სავალდებულო წერით გამოცდასთან ერთად, TCF tout public არის ოფიციალური ტესტი, რომელიც აღიარებულია საფრანგეთის უმაღლესი განათლების სამინისტროსა და კულტურის სამინისტროს მიერ DAP-ის (უნივერსიტეტში წინასწარი ჩაწერის პროცედურა) ფარგლებში.
Résultats
შედეგები საგამოცდო ცენტრში იგზავნება France Éducation International-ის მიერ საგამოცდო მასალების მიღებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში.
სერტიფიკატი ძალაშია შედეგების გამოქვეყნების დღიდან ორი წლის განმავლობაში. ვადა მითითებული იქნება სერტიფიკატზე.
დეტალური ინფორმაცია : France Education International
რეგისტრაცია:
გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველი კანდიდატისთვის აუცილებელი პროცედურა (ზუსტად მიჰყევით ეტაპებს):
- შეავსეთ და გააგზავნეთ ელექტრონული რეგისტრაციის ფორმულარი
- გადააგზავნეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი) ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ ოფიციალური ფოტოსურათი ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com
- გადააგზავნეთ არჩეული გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონულ მისამართზე ifgexamens@gmail.com
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
შემდეგი სესია :
TCF DAP-ისთვის შემდეგი გამოცდა ჩატარდება 2025 წლის დეკემბერში საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
ტარიფები და გადახდის პირობები :
| გამოცდა | ფასი |
|---|---|
| სავალდებულო გამოცდა წინასწარი ჩაწერისთვის TCF-DAP | 500 ₾ |
გადახდა შესაძლებელია სარეგისტრაციო პერიოდის ბოლო ვადამდე ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
– გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
– გადახდის დანიშნულება : “ფრანგული ენის გამოცდა TCF-DAP”
– ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.Aucun remboursement ne sera accepté.
