ტესტი « Score IAE-Message »

გსურთ ისწავლოთ MBA, მენეჯმენტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე საფრანგეთში? მაშინ IAE (საუნივერსიტეტო მენეჯმენტის სკოლა) თქვენთვისაა!

Score IAE-MESSAGE გამოცდა აფასებს კანდიდატების უნარებს მომავალი მენეჯერებისთვის მნიშვნელოვან ოთხ ფუნდამენტურ სფეროში. ეს არის აუცილებელი კომპონენტი მენეჯმენტის საუნივერსიტეტო პროგრამებზე განაცხადების შესაფასებლად. ტესტი შედგება კითხვების ერთობლიობისგან, რომლებსაც კანდიდატებმა უნდა უპასუხონ განკუთვნილ ვადებში.

Score IAE-MESSAGE გამოცდა შედგება ოთხი ტესტისგან, რომელთაგან თითოეული სამ საათს გრძელდება.

  • ზოგადი განათლება, ეკონომიკა და მენეჯმენტი
  • ფრანგული ენაზე წაკითხულის გაგება და წერილობით აზრის გამოხატვა
  • ლოგიკური და მათემატიკური მსჯელობა
  • ინგლისურ ენაზე წაკითხულის გაგება და წერილობით აზრის გამოხატვა

დეტალური ინფორმაცია: IAE-Message Score-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

უპირატესობა:

საშუალება გაქვთ აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამა 36 მენეჯმენტის სკოლაში მხოლოდ ერთი Score IAE-MESSAGE გამოცდით. კანდიდატი, რომელიც გაივლის სპეციალურ ტესტს, შეძლებს ერთდროულად გააკეთოს განაცხადი სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში და პროგრამაზე.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ საგამოცდო სესიების ადგილზევე ორგანიზებას. წლის განმავლობაში მრავალი სესია გაიმართება.

IAE არის მენეჯმენტის საუნივერსიტეტო სკოლა, რომელიც მოიცავს 36 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და 49 500 სტუდენტს, 30 საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას.

დამატებითი ინფორმაცია: IAE-Message Score-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

რეგისტრაცია:

რეგისტრაცია შესაძლებელია IAE-Message Score-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

შემდეგი სესიები:

2025/2026 სასწავლო წლის სესიები გამოქვეყნდება IAE-Message Score-ის ოფიციალურ ვებგვერდზე

ტარიფები:

ტარიფები და რეგისტრაციის პირობები იხილეთ IAE-Message Score-ის ოფიციალურ ვებგვერდზე