DAEFLE

DAEFLE – ფრანგული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების დიპლომი

DAEFLE-ს დააკვნითი გამოცდა

DAEFLE (ფრანგული ენის, როგორც უცხო ენის, სწავლების დიპლომი) არის დიპლომი, რომელსაც გასცემს Alliance Française Paris Île-de-France დისტანციური განათლების ეროვნული ცენტრთან (CNED) თანამშრომლობით. ეს პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც აპირებს ასწავლოს ან უკვე ასწავლის ფრანგულ ენას არაფრანგულენოვან აუდიტორიას საფრანგეთში ან მის ფარგლებს გარეთ.

რეგისტრაცია:

  • დარეგისტრირდით ონლაინ მისაღები გამოცდისთვის Alliance Française de Paris Île-de-France-ის ვებგვერდზე
  • გამოცდის ჩაბარების შემდეგ დარეგისტრირდით ონლაინ სასწავლო კურსზე CNED-ში
  • სასწავლო კურსის დასრულებისა და მოდულების ვალიდაციის შემდეგ დარეგისტრირდით DAEFLE-ს დასკვნით გამოცდაზე საქართველოს ფრანგული ინსტიტუტში

კალენდარი და დასკვნით გამოცდაზე რეგისტრაცია:

DAEFLE-ს დასკვნით გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თქვენ უნდა შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა

და გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე ifgexamens@gmail.com, თან დაურთეთ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, CNED-იდან მიღებული სასწავლო კურსის ვალიდაცია და საბანკო გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Date de l’examenHoraire de l’examenDate limite d’inscriptionRésultats
Mercredi 10 décembre 20259h00 – 11h00
Préparer un cours (2h)
11h30 – 13h00
Animer un cours (1h30)
14h30 – 16h00
Favoriser l’acquisition de la prononciation (1h30)




vendredi 12 novembre 2025




14 mars 2026
Jeudi 11 décembre 20259h00 – 10h30
Évoluer dans son milieu professionnel (1h30)
11h00 – 12h30
Accompagner les apprenants par l’évaluation (1h30)
14h00 – 15h30
Spécialisation FLE ENF/FOS/APPS (1h30)

ტარიფები და გადახდის პირობები :

გამოცდა ფასი
1 არჩევითი გამოცდა (2სთ)
270 ₾
1 არჩევითი გამოცდა (1სთ30წთ)
230 ₾
გამოცდა
1400 ₾
  • 6 სავალდებულო გამოცდის ერთობლიობა : 1400 ლარი
  • 1 არჩევითი გამოცდა (1სთ30წთ): 230 GEL
  • 1 არჩევითი გამოცდა (2სთ): 270 GEL

1400 ლარის ტარიფი მოქმედებს ყველა მოდულის ერთი სესიის ფარგლებში ჩაბარების შემთხვევაში.
თითო სესიაზე შესაძლებელია ერთ ან მეტ გამოცდაზე რეგისტრაცია.

გადახდა შესაძლებელია სარეგისტრაციო პერიოდის ბოლო ვადამდე ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:

  • გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
  • გადახდის დანიშნულება : ” DAEFLE “
  • ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:

ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

რეგისტრაციისას საჭიროა სრული თანხის გადახდა.

თანხის დაბრუნება არ მოხდება. შემდეგ სესიაზე გადატანის მოთხოვნა შესაძლებელია საპატიო მიზეზით, სამედიცინო, პროფესიული ან სატრანსპორტო ინციდენტის (გამოცდაზე დაგვიანების საპატიო მიზეზი) შესახებ დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში. ფრანგულ ენაზე შედგენილი დოკუმენტაცია უნდა გამოიგზავნოს გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს მეორე დღისა მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge