გამოცემული წიგნების პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა:

მედიათეკა ეხმარება თბილისის და საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებს და შესაძლებლობის ფარგლებში, რეგულარულად გადასცემს მათ საჩუქრად ფრანგულ წიგნებს და მერაბ მამარდაშვილის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემულ ქართულ ენაზე თარგმნილ ლიტერატურას.

გამოცემული თარგმანების ეგზემპლარები ეგზავნება აგრეთვე მედიას და ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აწყობს აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებას (ავტორების მოწვევას, პრეზენტაციებს, კონფერენციებს და სხვ.) საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცემული ნაწარმოებების პოპულარიზაციის მიზნით.

კონტაქტი:

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდით, ქ-ნ ნანა ლალიაშვილს.

ტელ.: 292 33 04

ელ.ფოსტა: nana.laliashvili@institutfrancais.ge