საფრანგეთში ქართველი ავტორების შემოქმედებითი სარეზიდენციო მობილობის მხარდაჭერა

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გთავაზობთ მობილობის პროგრამას, რომელიც განკუთვნილია საფრანგეთში შემოქმედებითი სამწერლო პროექტზე მუშაობის მსურველი ქართველი ავტორებისთვის.

ეს ინიციატივა მიზნად ისახავს კულტურული და ლიტერატურული ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას და უნიკალურ საშუალებას აძლევს ქართველ ხელოვანებს აღმოჩნდნენ შემოქმედებით გარემოში.

სტიპენდია ფარავს მაქსიმუმ ერთი თვის, მხოლოდ სამოგზაურო და დღიურ ხარჯებს და არ ითვალისწინებს საცხოვრებელი ბინის და სწავლების, ტრენინგის საფასურის გადახდას, რომელიც სრულად უნდა დაფაროს ბენეფიციარმა.

მონაწილეობის პირობები და დოკუმენტები:

კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მინიმუმ ერთი ნაწარმოები და გამომცემლობასთან ხელმოწერილი ხელშეკრულება მიმდინარე ნაშრომის გამოცემის შესახებ, რომელსაც დაასრულებს საფრანგეთში.

Le projet d’écriture doit être rédigé en français, ou s’il est rédigé en géorgien, il doit obligatoirement être lié à la France par sa thématique. (PAS TRADUIT ??????)

კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:

  • სამოტივაციო წერილი, შემოქმედებითი სამწერლო პროექტის დეტალური აღწერა, წინა ნამუშევრების პორტფოლიო, გამომცემლობის მხარდამჭერი წერილი და CV;
  • სავარაუდო ბიუჯეტი, თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში, მითითებული უნდა იყოს პარტნიორი და მოთხოვნილი თანხის ოდენობა;
  • ფრანგული პარტნიორი მასპინძელი ორგანიზაციის წერილი, სადაც მითითებული იქნება მასპინძელ ორგანიზაციაში ცხოვრების თარიღები.

კანდიდატებმა განაცხადები უნდა გამოაგზავნონ მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ციფრული ფაილის (PDF) ფორმატით ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ მისამართზე: nana.laliashvili@institutfrancais.ge ;

ვადები : სარეზიდენციო პროგრამა შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ ერთი თვე და უნდა დასრულდეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

სარეზიდნციო პროგრამის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარმა საქრთველოს ფრანგულ ინსტიტუტს უნდა წარუდგინოს მასპინძელი ორგანიზაციის მიერ გაცემული რეზიდენციის დამადასტურებელი დოკუმენტი და სარეზიდენციო პერიოდში მისი საქმიანობის ამსახველი დეტალური ანგარიში.

შემოქმედებითი სარეზიდენციო პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების ჩარიცხვის პირობები განხილული იქნება ბენეფიციართან და აისახება მასთან გაფორმებულ კონტრაქტში.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1ივლისი.