საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაგიწვევთ შეხვედრაზე
ქეთევან ჯაშთან, რომელიც წარადგენს თავის ახალ ნაშრომს
’’ქართული ენის სახელმძღვანელო. ენისა და ცივილიზაციის კურსი’’
სამშაბათს 25 ნოემბერს 18 საათზე.
შეხვედრა ჩატარდება ფრანგულ ენაზე. დასწრება უფასოა.
ქეთევან ჯაში არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მკვლევარი, სინქრონისტი თარჯიმანი და მთარგმნელი. ის არის საფრანგეთის აკადემიური პალმის ორდენის კავალერი.
ქეთევან ჯაშის ნაშრომი განკუთვნილია ქართული ენის შესწავლის მსურველი ფრანკოფონებისთვის. წიგნი გაჯერებულია ქართული ტრადიციებითა და სულიერებით. ქართულად სწორი და სწრაფი კითხვის გასამარტივებლად, სახელმძღვანელო უხვადაა ილუსტრირებული და თითოეულ ტექსტს თან ახლავს ტრანსკრიფცია და ფრანგული თარგმანი. ნაშრომი არ გახლავთ მხოლოდ ენის შემსწავლელი მეთოდი, იგი მოიცავს ასევე ქართული ცივილიზაციის საკითხებსაც. მეთოდს თან ახლავს QR კოდი, რომლის დასკანერების შემდეგ შესაძლებელია აუდიო ჩანაწერების მოსმენაც.
მისამართი: გუდიაშვილის ქ.7, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპ. ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკა.
