
ფრანგული ენის ცოდნის შეფასების ტესტი (TEF)
პარიზის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ შედგენილი და გავრცელებული ტესტი ეს არის საერთაშორსო დონეზე აღიარებული ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ფრანგული ენის ფლობის კომპეტენციებს. როგორც ზუსტი, სანდო და ობიექტური იარაღი, TEF გამოგადგებათ უმაღლესი განათლების მისაღებად ან კანადაში ემიგრირებისთვის (აღნიშნული გამოცდა აღიარებულია კანადის ფედერალური მთავრობის მიერ ამ ქვეყანაში იმიგრაციის კანდიდატების ლინგვისტური ცოდნის დონის შეფასებისას).
რომელი ტიპის TEF შეესაბამება თქვენს მიზანს?
TEF Intégration Résidence Nationalité (IRN)
გსურთ საფრანგეთის რეზიდენტის 10-წლიანი ბარათის მიღება.
გსურთ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება.
გსურთ საფრანგეთში ან ფრანგულენოვან ქვეყანაში სკოლაში ან უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება.
გსურთ კანადაში იმიგრაციისთვის ან მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანა.
გსურთ კვებეკში იმიგრაციისთვის ან მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანა.
.
როგორია ტესტი?
TEF-ის ვერსიის არჩევა თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული.
ადმინისტრაციული პროცედურებიდან გამომდინარე, დაგჭირდებათ TEF-ის ერთიდან ხუთამდე მოდულური ტესტის არჩევა: წაკითხულის გაგება, მოსმენილის გაგება, ლექსიკა და სტრუქტურა, წერა, ზეპირმეტყველება.
აირჩიეთ თქვენს მიზნებსა და საჭიროებაზე მორგებული ვერსია.
უპირატესობა
TEF გასცემს სერტიფიკატს, რომელიც მოქმედებს ტესტის ჩაბარების დღიდან ორი წლის განმავლობაში. აღნიშნულ სერტიფიკატს საერთაშორისო დონეზე აღიარებს:
- საფრანგეთის ეროვნული განათლების სამინისტრო
- საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამინისტრო
- საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო
- კანადის იმიგრაციის, ლტოლვილთა და მოქალაქეობის სამინისტრო
- კვებეკის იმიგრაციის, ფრანცისიზაციისა და ინტეგრაციის სამინისტრო
- შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნო
რეგისტრაცია:
TEF-ის გამოცდაზე რეგისტრაციის მსურველმა კანდიდატმა ჩაწერისას უნდა გადმოაგზავნოს შემდეგი დოკუმენტები მისამართზე ketevan.kurtsikidze@institutfrancais.ge
- შევსებული და ხელმოწერილი სარეგისტრაციო ბარათი
- პასპორტის 1 ფოტოასლი (იმ გვერდის, სადაც დატანილია პირადი მონაცემები, ფოტოსურათი და ხელმოწერა)
- ერთი ოფიციალური ფოტოსურათი.
- გამოცდის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
რეგისტრაცია დასრულდება მხოლოდ გამოცდის საფასურის გადახდის შემდეგ: კანდიდატი, რომელიც არ გადაიხდის გამოცდის საფასურს რეგისტრაციების დასრულებამდე, შეტყობინების გარეშე მოიხსნება გამოცდიდან და დაელოდება შემდეგ სესიას ხელახალი რეგისტრაციისთვის.
პროტოკოლი კანდიდატებისთვის :
საგამოცდო ცენტრში გამოცხადებისას კანდიდატს თან უნდა ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები და ნივთები (გამონაკლისის გარეშე):
- პირადობის დამადასტურებელი საბუთი ფოტოთი* (პირადობის მოწმობა, პასპორტი, მართვის მოწმობა, სტუდენტის ბარათი, მოსწავლის ბარათი)
- გამოცდაზე გამოძახების ფურცელი/გამოცდაზე ჩაწერის დამადასტურებელი ბარათი*
- საწერი კალამი*
- 1 ბოთლი წყალი
*იმ შემთხვევაში, თუ ჩამონათვალში მითითებული სავალდებულო დოკუმენტებიდან და ნივთებიდან არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე, საგამოცდო ცენტრი იტოვებს უფლებას, კანდიდატი არ დაუშვას საგამოცდო ცენტრში.
თანმხლები და გარეშე პირები საგამოცდო ცენტრში არ დაიშვებიან.
დეტალური პროტოკოლი მოგვიანებით ინდივიდუალურად გადაეგზავნება სესიაზე დარეგისტრირებულ თითოეულ კანდიდატს.
შემდეგი სესია :
დაგვიკავშირდით info@institutfrancais.ge .
ტარიფები და გადახდის პირობები :
| გამოცდა | ფასი |
|---|---|
| 4 სავალდებულო გამოცდა - კითხვარის ტიპის ტესტი QCM, ზეპირმეტყველება EO, წერა EE | 700 ₾ |
| ერთი არჩევითი გამოცდა - კითხვარის ტიპის ტესტი QCM ან ზეპირმეტყველება EO ან წერა EE | 300 ₾ |
| გამოცდა | ფასი |
|---|---|
| 4 გამოცდა - მოსმენილის გაგება CO, ზეპირმეტყველება EO, წაკითხულის გაგება CE, წერა EE. | 700 ₾ |
| 3 გამოცდა - მოსმენილის გაგება CO და ზეპირმეტყველება EO (სავალდებულო გამოცდები) და წაკითხულის გაგება CE ან წერა EE (დამატებითი გამოცდები) | 600 ₾ |
| 2 გამოცდა - მოსმენილის გაგება CO და ზეპირმეტყველება EO (სავალდებულო გამოცდები) | 500 ₾ |
გადახდა შესაძლებელია სარეგისტრაციო პერიოდის ბოლო ვადამდე ნებისმიერი ბანკიდან ფრანგული ინსტიტუტის ანგარიშზე. გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ:
– გამოცდაზე გამსვლელი კანდიდატის სახელი და გვარი
– გადახდის დანიშნულება : “ფრანგული ენის გამოცდა TEF “
– ფრანგული ინსტიტუტის საბანკო რეკვიზიტები:
ბანკი/ანკ : ს ს ”თიბისი ბანკი”
ბ/კოდი : TBCBGE22
ანგ/N°: GE12TB7398636160100001
გადახდილი თანხა არ ანაზღაურდება.
